ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა
ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა, – ამის შესახებ სინოდის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განუცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.

სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პეტრე ცაავამ განაცხადა, პირადად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელთმთავრობიდან განაყენა.