მეუფე გრიგოლი - მძიმე სურათია და ვფიქრობ, ჭყონდიდელ მიტროპოლიტსაც არ მოსწონს, რა ხდება, თუმცა გამოსავალს იმ გადაწყვეტილებებში ხედავს, რომელსაც იღებს
მეუფე გრიგოლი - მძიმე სურათია და ვფიქრობ, ჭყონდიდელ მიტროპოლიტსაც არ მოსწონს, რა ხდება, თუმცა გამოსავალს იმ გადაწყვეტილებებში ხედავს, რომელსაც იღებს

მძიმე სურათია და ვფიქრობ, ალბათ, თავად ჭყონდიდელ მიტროპოლიტსაც არ მოსწონს, რა ხდება, თუმცა ის გამოსავალს იმ გადაწყვეტილებებში ხედავს, რომელსაც იღებს, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

„საერთოდ, უნდა გითხრათ, ეკლესიის წიაღში, მღვდელმთავრებშიც, სხვადასხვა საკითხებზე არსებობს განსხვავებული აზრები, მაგრამ ჩვენ ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ და სხვა სივრცეში განვიხილავთ. ისე, უნდა გითხრათ, რომ ეკლესია რამდენადაც ცოცხალი ორგანიზმია, პრობლემები უცხო არ არის. ჩვენც გვაქვს გავლილი, არა ზუსტად ეგეთი, მაგრამ ზოგადად სერიოზული პრობლემები გვქონდა ჩვენც და დიდი ხანი არის გასული, 25 წელი. იგივე ახალციხეშიც შეიქმნა პრობლემები, ესეც დიდი ხანია უკვე. ყველგან არის ეს, მაგრამ ჩვენ ჭყონდიდში ვხედავთ ამ პრობლემას რამდენადაც ის გამწვავდა. რატომ გამწვავდა, ამას ვერ გეტყვით.

ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მეც იმდენივე ვიცი, რაც ზოგადად თქვენ, ტელევიზიებიდან მესმის, რადგან ჩვენი შეკრებები ასე არ იმართება და შესაბამისად ამ თემებზე არ გვაქვს საუბარი. მაგრამ რაც მოვისმინე, თითქოს იქ რამდენიმე ათეული მღვდელმთავარი შევიკრიბეთო, ასე მოვისმინე და როგორც ჩანს, ეს ნაბიჯი იქნა მიღებული. ანუ, რჩევის სახით ალბათ იმიტომ, რომ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ადგილობრივმა მღვდელმთავარმა. მე რომ ვყოფილიყავი იმ ადამიანებში, ვინც ამ საკითხზე მსჯელობდნენ, ჩემი რჩევა, რა თქმა უნდა, განსხვავებული იქნებოდა. მე არც მას და არც საკუთარ თავს ვაკადრებ, რომ აქედან რჩევა ვუთხრა, უბრალოდ უნდა გითხრათ – ვიცით, რომ წმინდა წერილი ერთია, ბიბლია ერთია, მაგრამ ადამიანები სხვადასხვანაირად კითხულობენ და შესაბამისად განსხვავებული მიდგომები აქვთ. ასევე ხდება კანონებშიც, სამოქალაქო ცხოვრებაში, არა მარტო სამოქალაქო ცხოვრებაში და ყველა ადამიანს აქვს თავისი ხელწერა.

მეუფე ფიქრობს, რომ ამით პრობლემას გადაჭრის. პატრიარქი ხშირად ამბობს ხოლმე, უთქვამს ჩვენთვის, რომ თქვენ მღვდელმთავრები უნდა ფიქრობდეთ, რომ ისტორიული პოროვნებები ხართ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქმედება არამარტო დღეს, არამედ ისტორიულ ჭრილშიც იქნება შეფასებული და ძალიან დიდი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

დატოვე კომენტარი