საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით იმართება და მას თავად კათოლიკოს-პატრიარქი თავმჯდომარეობს.

სხვადასხვა ეპარქიის მღვდელთმთავრები საპატრიარქოს შენობაში დილიდან შეიკრიბნენ.

წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები წინასწარ არ არის ცნობილი. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა, რომ სხდომა უკვე დაიწყო. მისივე თქმით, განსახილველი საკითხები სინოდის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ილია მეორის მოწვევით წელს მეორედ იკრიბება. წინა სხდომა 14 თებერვალს გაიმართა.