მეუფე გრიგოლი - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს, ღმერთმა მოგვმადლოს დიდი ენერგია, ძალა, რათა უკეთესები გავხდეთ და უკეთესად დავინახოთ საკუთარი თავი
მეუფე გრიგოლი - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს, ღმერთმა მოგვმადლოს დიდი ენერგია, ძალა, რათა უკეთესები გავხდეთ და უკეთესად დავინახოთ საკუთარი თავი

მეუფე გრიგოლმა დღევანდელი ქადაგებისას მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა. მისი განცხადებით, დღევანდელი დღე დიდ სიხარულსაც იტევს და დიდ ტკივილსაც.

„ამბობენ, იცვლება დრო და იცვლებიან ადამიანებიო, მაგრამ ადამიანის ბუნება-განწყობაზე გავლენას ახდენს ამინდიც კი, არათუ დრო. დღევანდელი დღე სწორედ ჩვენში აღძრავს განსაკუთრებულს სიხარულსაც, რაც მთავარია, გვამზადებს მომავალი აღდგომისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთმა ბრწყინავალე აღდგომის მოლოდინში დიდი იმედი, სიხარული გააძლიეროს ჩვენში, დიდი ენერგია, ძალა მოგვმადლოს, რათა უკეთესები გავხდეთ და უკეთესად დავინახოთ საკუთარი თავი“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.

ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს.