მეუფე გრიგოლი ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების აკრძალვაზე - კომისიას სასამართლოს უფლებები თუ აქვს მინიჭებული, მაშინ შეეძლო, აეკრძალა, არ მომეწონა, რომ მღდელმთავარი ცოტა არასასურველ კონტექსტშია მოხსენიებული
მეუფე გრიგოლი ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების აკრძალვაზე - კომისიას სასამართლოს უფლებები თუ აქვს მინიჭებული, მაშინ შეეძლო, აეკრძალა, არ მომეწონა, რომ მღდელმთავარი ცოტა არასასურველ კონტექსტშია მოხსენიებული

თუ ამ კომისიას სასამართლოს უფლებები და სტატუსი აქვს მინიჭებული, მაშინ მას შეეძლო, აეკრძალა საკითხის განხილვიდან გამომდინარე, მაგრამ არ ვიცი მისი ლეგიტიმაციისა და უფლებამოსილების საზღვრები, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სინოდალური კომისიის მიერ დეკანოზ ილია ჭიღლაძესთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს.

მისი თქმით, მღვდელმთავრის არასასურველ კონტექსტში მოხსენიება მოსაწონი არ არის.

„კომისიამ უნდა შეისწავლოს საკითხი და წარუდგინოს სინოდს. თუ კომისია გადაწყვეტილებას გამოიტანს აკრძალვის შესახებ, ეს ნიშნავს, რომ კომისიამ შეითავსა ალბათ სასამართლოს ფუნქცია, ან შეიძლება სინოდმა თუ მიანიჭა, მე არ ვიცი. მგონი, არ ვიყავი იმ სინოდის სხდომაზე. თუ ამ კომისიას სასამართლოს უფლებები და სტატუსი აქვს მინიჭებული, მაშინ მას შეეძლო აეკრძალა საკითხის განხილვიდან გამომდინარე, მაგრამ მე არ ვიცი მისი ლეგიტიმაციისა და უფლებამოსილების საზღვრები. არ მომეწონა ახლა, რომ ადგილობრივი მღდელმთავარი ცოტა, არასასურველ კონტექსშია მოხსენიებული, „თავი აარიდა“, რას ნიშნავს, პატრიარქისთვის წერილი მიუწერია. როგორც ჩანს, იმ წერილში ახსნილი იქნებოდა მოტივები და გარემოებები, რატომ თხოვა, რომ მათ მოიწვიონ. თითონ რაღაც მიზეზთა გამო ვერ შეძლო უზრუნველყოფა და თავის არიდება რაღაში გამოდი , რომ ეპისკოპოსმა თავის საეპისკოპოსო ვალდებულებას აარიდა თავი? ამ განცხადებაში ესე წავიკითხე და ვფიქრობ, ეს არ არის მთლად კორექტული მღდელმთავრის მიმართ,“ – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველმა კითხავზე, უნდა შეიკრიბოს თუ არა სინოდი განაცხადა, რომ „ეგ არავინ იცის“.

„ეგ არავინ არ იცის. ეკლესია საგანგებო ვითარებაში იმყოფება გარკვეულ გარემოებათა გამო. ამას აღარ სჭირდება რაღაც ახსნა და განმარტება. სინოდი ვერ იმართება და გასაგებია, რომ ამიტომ რაღაც საკითხებს კომისიები განიხილავენ. ალბათ საჭიროც არის, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება მაინც სინოდის პრეროგატივა არის და ადგილობრივი მღვდელმთავრისა. გააჩნია, რა საკითხს განიხილავენ და რამდენად ჯდება ეს მისი უფლებამოსილების ფარგლებში“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ილია ჭიღლაძეს საპატრიარქომ მღვდელმოქმედება აუკრძალა.