ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამხრეთ კორეის გენერალური შტაბის განცხადებით, ახლო მოქმედების ორი ბალისტიკური რაკეტა ჰამგიონდის პროვინციიდან გაუშვეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სეულის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ აშშ-სთან ერთად იმსჯელებენ კორეის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ.
რაკეტების გაშვებას ეხმაურება იაპონიის პრემიერ-მინისტრი, იოშიდე სუგა, რომლის თქმითაც, რაკეტების გაშვება იაპონიის მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს და გაერო-ს რეზოლუციებს ეწინააღმდეგება.
აღსანიშნავია, რომ ახლო მოქმედების რაკეტების გაშვება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გასულ უქმეებზეც განხორციელდა.