საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ „M-51“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ „M-51“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა.
„დღეს საღამოს შედგა „M-51“-ის რაკეტის წარმატებული საცდელი გაშვება ბირთვული ქობინის გარეშე ბისკაროსის საცდელი ცენტრიდან“, – ნათქვამია საფრანგეთის თავდაცვს უწყების მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უწყების განმარტებით, რაკეტის გაშვების მიზანი საფრანგეთის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესების დაცვა ყველა გარემოებაში.
Ce soir, un tir d’essai d’un missile M51 sans charge nucléaire a été réalisé avec succès depuis le centre @DGA Essais de missiles de Biscarrosse.
Objectif ➡️Protéger les intérêts vitaux de la France en toute circonstance. https://t.co/nt9rchIEfX— Ministère des Armées 🇫🇷 (@Armees_Gouv) November 18, 2023