ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ეს იყო მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტა.

გაშვება ფხენიანის მახლობლად მდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივი დროით 22:38 წუთზე განხორციელდა. რაკეტამ დაახლოებით 570 კმ იფრინს და ზღვაში ჩავარდა.

როგორც მედია წერს, რაკეტის გაშვება დაემთხვა ჩრდილოეთ კორეის წინა ლიდერის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების თარიღს.