აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უკრაინისთვის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის, „ატაკამსის“ მიწოდების საკითხს განიხილავენ
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უკრაინისთვის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის, „ატაკამსის“ მიწოდების საკითხს განიხილავენ

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უკრაინისთვის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის, „ატაკამსის“ მიწოდების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ „მიწა-მიწა“ ტიპის მართვადი რაკეტები აშშ-ში სხვა საფრთხეებისთვის არის შენახული.

„ატაკამსი“ არის შეიარაღების ერთ-ერთი ძირითადი სისტემა, რომელიც კიევს სურს და აშშ ამ დრომდე თავს იკავებს. აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ატაკამსის“ არსენალი შედარებით მცირეა და რაკეტები შეიქმნა პენტაგონის სხვა გეგმებისთვის, მათ შორის კორეის ნახევარკუნძულზე.

კომპანია „ლოქჰიდ მარტინის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 1980-იან წლებში რაკეტის შემუშავების შემდეგ მხოლოდ 4 000 „ატაკამსი“ იქნა წარმოებული.