„როიტერი“ - ჩრდილოეთ კორეამ გასულ შაბათ-კვირას მოკლე მანძილზე მოქმედი ორი რაკეტა გამოსცადა
„როიტერი“ - ჩრდილოეთ კორეამ გასულ შაბათ-კვირას მოკლე მანძილზე მოქმედი ორი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ გასულ შაბათ-კვირას მოკლე მანძილზე მოქმედი ორი რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ხელისუფლებების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ცნობით, რაკეტები ჩრდილოეთ კორეის დასავლეთ სანაპიროდან 21 მარტს გაუშვეს.

ეს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვების შესახებ პირველი საჯარო ცნობებია.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეის ქმედებებში „ბევრი არაფერი შეცვლილა“.

„თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, ეს ჩვეული საქმიანობაა. ახალი არაფერი მომხდარა მათ ქმედებებში“, – განუცხადა ჯო ბაიდენმა მედიას.

დატოვე კომენტარი