ჩოხატაურში 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენეს
ჩოხატაურში 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენეს

ჩოხატაურში 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს. აქციის ორგანიზატორებმა მუნიციპალიტეტის ცენტრში აქციის ამსახველი ფოტოები გამოფინეს და ფლაერები დაარიგეს. მათი თქმით, საკუთარ თავზე გამოსცადეს ძალადობრივი რეჟიმის სისასტიკე.

„ეს იყო უდიდესი სისასტიკე ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ხალხის მართ. არ ინდობდნენ აქციის მონაწილეებს, წაქცეულ ადამიანებს ურტყამდნენ, გაზს უშვებდნენ, იყო გამაყრუებელი ხმა. ეს არ უნდა დაავიწყდეს საზოგადოებას, რეჟიმი არ უნდა დაბრუნდეს”,- განაცხადა 7 ნოემბრის მოვლენების თვითმხილველმა, ალეკო კვინტრაძემ.

დღესვე, აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ 7 ნოემბრის ამსახველი ფოტოები ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისშიც დატოვა.