ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი შოთა წურწუმია აირჩიეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 14 ხმით საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი შოთა წურწუმია აირჩია.
თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატი არ დაუყენებია პარტია „ქართულ-ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“. ამის შესახებ განცხადება სხდომის დაწყების წინ პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ჯანო პერტაიამ გააკეთა. მანვე დაანონსა, რომ ,„ქართული ოცნება“ არც კენჭისყრაში მიიღებდა მონაწილეობას.
ამასთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ჯუმბერ იზორიამ რამდენჯერმე მიმართა ოპოზიციურ პარტიებს სხდომის გადადების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 წევრიდან 12 მანდატი „ქართული ოცნებას“ აქვს, შვიდი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, შვიდი „საქართველოსთვის“ და ერთი მანდატი აქვს „ლელოს“.