ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობის მთის ფერდობზე ხანძარია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობის მთის ფერდობზე ხანძარია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლუგელას ხეობის ერთ-ერთ მთის ფერდობზე ხანძარია. ცეცხლი უკიდია ბალახებსა და ბუჩქებს.

ადგილზე 60-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ამასთან, ხანძრის კერა ტექნიკისთვის მიუვალია და მეხანძრეები ფეხით გადაადგილდებიან.

„ხანძრის მასშტაბი არ არის დიდი, მაგრამ არის საშიშროება, ცეცხლი მრავალწლოვან მცენარეებს გადაედოს. ამიტომ გამოვიძახეთ ვერტმფრენი. უკვე დაწყებულია მდინარე ხობისწყალზე წყლის დაგუბების მოწყობა. ხანძარი დასახლებული ადგილიდან საკმაოდ შორს არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა, დათო გოგუამ.

ხანძარი ლუგელას ხეობაში გუშინ საღამოს შენიშნეს.