ჭიათურაში, თხელიძის ქუჩაზე, საბაგიროს მშენებლობაზე მუშამ ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უგონო მდგომარეობაში ჭიათურის „ჯეო ჰოსპიტალში ” გადაიყვანა, სადაც ის დაიღუპა.
ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გივი მოდებაძემ დაუდასტურა.
ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.