ჭიათურაში, საბაგიროს მშენებლობაზე დასაქმებული მუშა დაიღუპა

13:15, 30.03.2019

ჭიათურაში, თხელიძის ქუჩაზე, საბაგიროს მშენებლობაზე მუშამ ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.  არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უგონო მდგომარეობაში ჭიათურის „ჯეო ჰოსპიტალში ” გადაიყვანა, სადაც ის დაიღუპა.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გივი მოდებაძემ დაუდასტურა.

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი