თბილისში, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

14:14, 09.11.2024

უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში, ორთაჭალაში.

არსებული ინფორმაციით, სამშენებლო ობიექტზე სატვირთო მანქანა სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

მსგავსი