ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ათი და დაკარგულად ითვლება, სულ მცირე, ექვსი ადამიანი

13:23, 13.01.2024

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, ექვსი კი დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შემთხვევა ცენტრალურ ჩინეთში, ქალაქ პინგდინშანში ადგილობრივი დროით 14:55 საათზე მოხდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივმა სააგენტომ პირობა დადო, რომ გააგრძელებს სამაშველო სამუშაოებს, ამასთან ერთად დაიწყება ქალაქის მასშტაბით უსაფრთხოების შემოწმებები.

ჩინეთის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ განაცხადა, რომ ავარიის დროს მაღაროში სულ 425 ადამიანი მუშაობდა.

მსგავსი