ჩეხეთში სარკინიგზო კატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა.
წინასწარი ცნობით, დაღუპულია სამი და დაშავებულია 30 ადამიანი.
სარკინიგზო ავარია კარლოვარის მხარეში, ქალაქ პერნინკთან მოხდა.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე მაშველების ხუთი ბრიგადა მუშაობს, სამაშველო ოეპრაციაში ჩართულია ორი ვერტმფრენი.
მომხდარის მიზეზებს სარკინიგზო ინსპექცია გამოიძიებს.