ნიდერლანდებში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 30 ადამიანი

09:18, 04.04.2023

ნიდერლანდებში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 30 ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ადგილობრივი საგანგებო სამსახურის ცნობით, სამგზავრო მატარებელი სატვირთო შემადგენლობასთან შეჯახების შედეგად ლიანდაგებიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს დილით ჰააგასა და ამსტერდამს შორის მდებარე სოფელ ვოორსხოტენთან მოხდა. ავარიის გამო აღნიშნულ რაიონში რამდენიმე სარკინიგზო რეისი გაუქმდა.

სარკინიგზო კატასტროფის დროს სამგზავრო მატარებელში, სულ მცირე, 50 ადამიანი იმყოფებოდა.

მსგავსი