ავსტრალიაში სარკინიგზო კატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა
ავსტრალიაში სარკინიგზო კატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

ავსტრალიის ქალაქ მელბურნთან ახლოს მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მატარებელი სიდნეიდან მელბურნის მიმართულებით მოძრაობდა და ქალაქ ვოლანთან ახლოს, რელსებიდან გადავიდა.

„როიტერის“ ცნობით, მატარებელში 160 ადამიანი იმყოფებოდა.