ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა

12:11, 17.06.2024

ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში სარკინიგზო ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. სატვირთო მატარებელი გაჩერებულ სამგზავრო მატარებელს შეეჯახა. უცნობია, რა გახდა შეჯახების მიზეზი.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩატარდება გამოძიება.

ადგილზე გაგზავნილია სამედიცინო სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამაშველო ჯგუფები. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

 

მსგავსი