ტაივანში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა

10:07, 02.04.2021

ტაივანში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

წინასწარი ცნობით, სამგზავრო მატარებელი სატვირთო მანქანასთან შეჯახების შედეგად გვირაბში ლიანდაგებიდან გადავიდა.

დაშავებულია 40-ზე მეტი მგზავრი. ტაივანში ბოლო 40 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფაა.

სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, ავარია ტაივანის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ჰუალიენთან მოხდა.

კატასტროფის დროს მატარებლით 350-მდე ადამიანი მგზავრობდა.

მსგავსი