ჩეხეთმა ქვეყნიდან სამი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო
ჩეხეთმა ქვეყნიდან სამი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

ჩეხეთი ქვეყნიდან სამ რუს დიპლომატს გააძევებს, – აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლას უკავშირდება.

„დიპლომატის“ მითითება არასწორია. სინამდვილეში ესაა ხალხი. რომლებსაც „არადეკლარირებულ მზვერავებად“ მოიხსენიებენ. ევროპის მასშტაბით ჩეხეთში ისინი ყველაზე მეტი არიან. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ისინი ჩვენი ქვეყნების სასარგებლოდ მუშაობენ, ის ცდება“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის შვილი იულია, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში 4 მარტს იპოვეს.

რამდენიმე კვირის წინ, მომხდარის გამო, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა სახის კონტაქტი გაწყვიტა. ბრიტანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან რუსეთი დგას.