რუსეთი მონტენეგროელ დიპლომატს გააძევებს
რუსეთი მონტენეგროელ დიპლომატს გააძევებს

რუსეთი მონტენეგროელ დიპლომატს გააძევებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

შესაბამისი საპროტესტო ნოტა რუსეთში მონტენეგროს ელჩს დღეს გადაეცა.

„2 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო რუსეთში მონტენეგროს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მას გადაეცა საპროტესტო ნოტა და განუცხადეს, რომ მონტენეგროს მიერ რუსი დოპლომატის გაძევების შესახებ მოთხოვნაზე საპასუხოდ რუსეთის პერსონა ნონ გრატად აცხადებს მონტენეგროს საელჩოს თანამშრომელს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. „სკრიპალის საქმის“ გამო, რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ 26 ქვეყნის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცცხადდა. კრემლს საპასუხო ზომები ჯერ არ მიუღია საქართველოს, ბელგიისა და უნგრეთის მიმართ.