ჩაირთო ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი, რომელიც გუშინ კიბერშეტევის გამო გაითიშა
ჩაირთო ვაქცინაციის რეგისტრაციისთვის პორტალი, რომელიც გუშინ კიბერშეტევის გამო გაითიშა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდი გუშინ დილიდან გაითიშა.
ამის გამო, არ დაიწყო „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია, რომელიც გუშინ, 12:00 საათიდან იგეგმებოდა.
ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობდნენ, პროცესში შესაბამისი უწყებები ჩაერთვნენ, რათა ხარვეზი აღმოფხვრილიყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.