ჯანდაცვის სამინისტრო – ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე კიბერშეტევა განხორციელდა, პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობენ

15:11, 03.07.2021

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები უკვე მუშაობენ.

„პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები, რათა უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ხარვეზი აღმოიფხვრას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდი https://booking.moh.gov.ge დღეს დილიდან არ მუშაობს.

მსგავსი