ჯანდაცვის სამინისტრო - ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე კიბერშეტევა განხორციელდა, პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობენ
ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები უკვე მუშაობენ.
„პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები, რათა უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ხარვეზი აღმოიფხვრას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდი https://booking.moh.gov.ge დღეს დილიდან არ მუშაობს.