ჩაირთო ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი, რომელიც გუშინ კიბერშეტევის გამო გაითიშა

08:44, 04.07.2021

ჩაირთო ვაქცინაციის რეგისტრაციისთვის პორტალი, რომელიც გუშინ კიბერშეტევის გამო გაითიშა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდი გუშინ დილიდან გაითიშა.

ამის გამო, არ დაიწყო „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია, რომელიც გუშინ, 12:00 საათიდან იგეგმებოდა.

ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობდნენ, პროცესში შესაბამისი უწყებები ჩაერთვნენ, რათა ხარვეზი აღმოფხვრილიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

მსგავსი