ცენტრმა „ემპათიამ" ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს მიმართა
ცენტრმა „ემპათიამ” ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციაში მოითხოვენ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ბაზაზე ევროპის საბჭოს წარმომადგენელები ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნონ იქ არსებულ ვითარებას.
„ირაკლი კვარაცხელია გადაიყვანეს ნაბაკევის ტერიტორიაზე, რუსეთის სამხედრო ბაზის იზოლატორში. აღნიშნული დაწესებულება არ შეესაბამება პატიმრობის არც ერთ სტანდარტს და არის ცუდი პირობები. კერძოდ, არ არის შუქი, არის უჰაერობა და ეს მეტყველებს არაადამიანურ მოპყრობაზე და წამებაზე. ირაკლი კვარაცხელიას საქმე არ არის ერთადერთი, როდესაც ხდება სამოქალაქო პირების დაკავება და ამ იზოლატორში გადაყვანა. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, აღნიშნული იზოლატორი ვნახოთ და გავიგოთ, რა პირობებია იქ, ამიტომ მივმართეთ ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომისიას და მათი მანდატის ფარგლებში ვთხოვეთ საგანგებო ვიზიტი განახორციელონ და ნახონ, რა პირობებია იზოლატორში. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, გავიგოთ, რა პირობებში იმყოფებოდა ირაკლი კვარცხელია და რა მოხდა იქ”, – განაცხადა იურისტმა, ნინო ფრუიძემ
ცენტრი „ემპათია” საქართველოს მთავრობას ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რამდენიმე საკითხზე რეაგირებას სთხოვს. ესენია : ადამიანების უკანონო დატყვევების გამო, გალის რაიონში მდებარე საოკუპაციო სამხედრო ბაზის პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და მათი პაუხისგებაში მიცემა. ასევე, აღნიშნული პირების ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანას.
ცენტრ „ემპათიაში” მიიჩნიათ, რომ სამოქალაქო პირების დატყვევება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი, რუსეთის სამხედრო ნაწილების იზოლატორებში, არაადამიანურ პირობებში, უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებს.
ცენტრში მოითხოვენ, რომ ჟენევის დისკუსიათა ფორმატში, ასევე ყველა საერთაშორისო ფორმატში, წინა პლანზე იქნას წამოწეული ამგვარი ქმედების აკრძალვის მოთხოვნა.
ცენტრი „ემპათია” ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე 2019 წლის 13 მარტიდან მუშაობს.