ცენტრი „ემპათია" ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე დამატებით დოკუმენტებს გაერო-სა და ევროსაბჭოს გადაუგზავნის
ცენტრი „ემპათია" ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე დამატებით დოკუმენტებს გაერო-სა და ევროსაბჭოს გადაუგზავნის

ცენტრი „ემპათია” ოკუპირებულ გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დამატებით დოკუმენტაციას დღეს გაერო-სა და ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტებს გადაუგზვინის.

ემპათია“ ითხოვს, მიაწოდონ ინფორმაცია, აქვთ თუ არა აღნიშნულ ორგანიზაციებს განხორციელებული ვიზიტები ოკუპირებულ რეგიონში, რათა შეესწავლათ, რა პირობებში იმყოფებიდა კვარაცხელია იზოლატორში.

„ემპათიამ” განცხადებით უკვე მიმართა რუსეთის სახალხო დამცველსა და რუსეთის პროკურატურას.

შეკითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება კვარაცხელიას საქმეზე, პასუხს „ემპათია” რუსეთის პროკურატურისგან ელოდება. წინააღმდეგ შემთხევაში, ცენტრი ევროპის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.