„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ
„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
დაზარალებულები თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი დედაქალაქის მერიასა და მთავრობას დახმარებას სთხოვენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მათი ბინების აშენებაა.
მათი თქმით, რამდენიმე თვის წინ კომპანია m2-ის წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრა, რომელმაც „ცენტრ პოინტის“ ბინები უნდა ააშენოს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ შეხვედრის შემდეგ პროცესი წინ არ წასულა. შეკრებილები მერიას სთხოვენ დახმარებას.
ამ წუთებში რამდენიმე დაზარალებულს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ხვდება.