მერიასთან აქციის მონაწილეები ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ და მოსთხოვეს, აქცია დაეტოვებინა.

„თქვენი დრო წავიდა“, – ამ სიტყვებით მიმართეს აქციის მონაწილეებმა ხაბეიშვილს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

თავად ხაბეიშვილის თქმით, ის ყველას უფლებას დაიცავს.

„ადგილობრივები აგერ არიან. მე ამ ადამიანების ინტერესები მაინტერესებს, ვისაც ფეხით გადაუარეს გუშინ. დავიცავ ამათ უფლებას, მოეწონება თუ არა ვინმეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავს აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აშენებული შენობა-ნაგებობების მეპატრონეები და ახალგაზრდების ჯგუფი.

აქციის მონაწილეები გუშინ დაკავებული ახალგაზრდის გათავისუფლებას და მიწების დაკანონებას ითხოვენ.

როგორც აფრიკის დასახლების მცხოვრებლები აცხადებენ, მათი სახლები უკანონოდ დაანგრიეს.