„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ბრედ პიტი სამსახიობო კარიერას დროებით ემშვიდობება.
გამოცემასთან ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ დაიღალა და გარკვეული დროით დასვენებას გეგმავს.
პიტმა ასევე აღნიშნა, რომ დროს თავის ჰობის – ძერწვას და ლანდშაფტის დიზაინს დაუთმობს.
წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ბრედ პიტმა კოსმიური დრამა „Ad Astra“ წარადგინა, ხოლო კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ტარანტინოს ახალი ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“.