ბრედ პიტი სერბი ჩოგბურთელის ფანია
ბრედ პიტი სერბი ჩოგბურთელის ფანია

ამერიკელი მსახიობი ბრედ პიტი სერბი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის ფანი აღმოჩნდა. ეს ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე გაირკვა, სადაც პიტს, კითხვის დასმამდე, ჟურნალისტმა უთხრა, რომ სერბეთიდან იყო. მსახიობს ამაზე გაეღიმა. როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, რა იყო მისი ღიმილის მიზეზი, ბრედ პიტმა უპასუხა: „მე ნოვაკ ჯოკოვიჩის ფანი ვარ“.

აღსანიშნავია, რომ ბრედ პიტი ჩოგბურთით ბავშვობიდან არის გატაცებული. სკოლაში სწავლის პერიოდში ის სწორედ სპორტის ამ სახეობით იყო დაკავებული.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობა, ტრავმის გამო, მერვედფინალში დაასრულა. ის ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.

სერბმა ჩოგბურთელმა მიმდინარე სეზონზე ავსტრალიის ღია პირველობა და უიმბლდონი მოიგო.