ბრედ პიტი სამსახიობო კარიერას დროებით ემშვიდობება

00:05, 07.09.2019

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ბრედ პიტი სამსახიობო კარიერას დროებით ემშვიდობება.

გამოცემასთან ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ დაიღალა და გარკვეული დროით დასვენებას გეგმავს.

პიტმა ასევე აღნიშნა, რომ დროს თავის ჰობის – ძერწვას და ლანდშაფტის დიზაინს დაუთმობს.

წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ბრედ პიტმა კოსმიური დრამა „Ad Astra“ წარადგინა, ხოლო კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ტარანტინოს ახალი ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“.

მსგავსი