ბრედ პიტი ბრიტანეთის გრანპრიზე ფორმულა 1-ის ბოლიდით გასახურებელ წრეს გაივლის #1TVSPORT
ბრედ პიტი ბრიტანეთის გრანპრიზე ფორმულა 1-ის ბოლიდით გასახურებელ წრეს გაივლის #1TVSPORT

ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი ფორმულა 1-ის ბოლიდით გასახურებელ წრეს გაივლის ბრიტანეთის გრანპრის სხვა მონაწილეებთან ერთად, – ამის შესახებ გაზეთი The Sun-ი წერს.

პიტის ბოლიდით მოძრაობის კადრები გამოყენებული იქნება ფილმში, რომელშიც ამერიკელი მსახიობი მთავარ როლს ასრულებს. სურათი მომავალ წელს უნდა გამოვიდეს კინოგაქირავებაში, თუმცა ჯერჯერობით სახელწოდება არ აქვს. პიტი ფილმში ფორმულა 1-ის ვეტერანს თამაშობს, რომელიც სპორტიდან წასვლის შემდეგ ახალგაზრდა პილოტის დამრიგებელი ხდება.

ფილმს იღებს Dawn Apollo Films-ი – ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, ბრიტანელი ლუის ჰემილტონის ახალი პროდუსერული კომპანია. ამასწინანდელ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ეს სურათი გახდება ისტორიაში საუკეთესო ფილმი ავტოსპორტის შესახებ.

დიდი ბრიტანეთის გრანპრი სილვერსტოუნის ავტოდრომზე 9 ივლისს გაიმართება.