ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში ავიაკატასტროფის შედეგად ცნობილი ტელეჟურნალისტი რიკარდო ბოეშატი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი, სადაც ჟურნალისტი იჯდა, ავტომაგისტრალზე სატვირთო მანქანას დაეცა, რის შემდეგაც ცეცხლი გაჩნდა. კატასტროფის შედეგად, დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი.
66 წლის რიკარდო ბოეშატი რამდენიმე გადაცემის წამყვანი იყო. სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, თანამშრომლობდა ბრაზილიის უმსხვილეს ჰოლდინგ „გლობოსთან“.