დანი ალვეში „სან პაულუში“ გადავიდა და მეათე ნომერი აირჩია
დანი ალვეში „სან პაულუში“ გადავიდა და მეათე ნომერი აირჩია

ბრაზილიის ნაკრების მცველი დანი ალვეში „სან პაულუს“ ფეხბურთელი გახდა, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

კონტრაქტი ძალაში 2022 წლის დეკემბრამდე იქნება. 36 წლის ალვეშმა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, მე-10 სათამაშო ნომერი აირჩია. ადრე „სან პაულუში“ ამ ნომრით უთამაშიათ რივალდოს, ლეონარდოს, ადრიანოს…

დანი ალვეში ივლისში კოპა ამერიკას მოგების შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც კარიერაში 40 ტიტულის დაგროვება შეძლო. აქედან 36 ტიტული საკლუბოა, ოთხი – სანაკრებო.

გასულ სეზონზე ალვეშმა ​„პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.