დანი ალვეშს ბრაზილიაში მანქანა მოპარეს
დანი ალვეშს ბრაზილიაში მანქანა მოპარეს

„სან პაულუს“ განაპირა მცველი დანი ალვეში ავტოგამტაცებლების მსხვერპლი გახდა, – წერს ბრაზილიური გამოცემა „გლობო ესპორტე“ (Globo Esporte).

სამშაბათს, უცნობებმა სან პაულუს რაიონის პინიეიროსის კერძო პარკინგიდან „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელის ავტომობილი მოიპარეს. ამასთან, მძარცველები ავტოსადგომის დაცვის წევრებს ემუქრებოდნენ.

გატაცებული ავტომობილის მარკა არ სახელდება. 36 წლის ფეხბურთელმა უკვე მიმართა პოლიციას.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში „სან პაულუში“ 2019 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.