„ბარსელონა“ „სან პაულუდან“ 19 წლის ფორვარდს ყიდულობს
„ბარსელონა“ „სან პაულუდან“ 19 წლის ფორვარდს ყიდულობს

„ბარსელონამ“ მიაღწია შეთანხმებას „სან პაულუს“ ფორვარდ გუსტავო მაიას ტრანსფერზე, – წერს „მუნდო დეპორტივო“.

წყაროს ცნობით, კატალონურმა კლუბმა 15 ივლისამდე უნდა გადაურიცხოს ბრაზილიელებს 1.5 მილიონი ევრო, შემდეგ ნაწილ-ნაწილ უნდა გადაიხადოს 3.5 მილიონი. უნდა აღინიშნოს, რომ 19 წლის მაიას „სან პაულუს” ძირითად შემადგენლობაში არასოდეს უთამაშია.

უფრო ადრე გამოცხადდა, რომ „ბარსელონა“ მოელაპარაკა „რაიო ვალეკანოს“ 16 წლის ტალანტის ფაბიან ლუსის ტრანსფერზე.