პატო სერია A-ში დაბრუნებას აპირებს
პატო სერია A-ში დაბრუნებას აპირებს

„მილანის“ ყოფილმა ფორვარდმა ალეშანდრე პატომ, შესაძლოა, კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს. 31 წლის ბრაზილიელი მოლაპარაკებებს აწარმოებს სერია A-ს რამდენიმე კლუბთან, – ამის შესახებ დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

დღეისთვის პატო თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. ფორვარდისთვის ბოლო კლუბი ბრაზილიური „სან პაულუ“ იყო.

გასულ სეზონში პატომ ბრაზილიის ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე იყო ძალაში, მაგრამ ფეხბურთელმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა.