ერნან კრესპოს „სან პაულუ“ ჩააბარეს
ერნან კრესპოს „სან პაულუ“ ჩააბარეს

არგენტინის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ერნან კრესპო ბრაზილიური „სან პაულუს“ მთავარი მწვრთნელი გახდა, – ეს ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა.

„დაწვრილებითი და გონივრული შეფასებისას, რომლის დროსაც კონსულტაცია გვქონდა პროფესიონალებთან, იმ დასკვნამდე მივედით, რომ ერნან კრესპო იდეალურად ერგება „სან პაულუს“. მას გამარჯვებების წარმატებული ისტორია აქვს, იყო დიადი ფეხბურთელი და გახლავთ პერსპექტიული მწვრთნელი. ჩვენ გვეყოლება მწვრთნელი გამარჯვებულის მენტალიტეტით და „სან პაულუს“ დნმ-თი“, – თქვა ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტმა ხულიო კასარესმა.

ერნან კრესპო უკლუბოდ არის დარჩენილი 9 თებერვლის შემდეგ, როცა დატოვა კლუბი „დეფენსა ი ხუსტისია“, რომელსაც კოპა სუდამერიკანა მოაგებინა.