ბრალდებულ ზვიად კუპრავას საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღი უნდა განსაზღვრონ
ბრალდებულ ზვიად კუპრავას საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღი უნდა განსაზღვრონ

ბრალდებულ ზვიად კუპრავას საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღი უნდა განსაზღვრონ. საუბარია ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილზე ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებაზე, რის გამოც ზვიად კუპრავა რამდენიმე დღის წინ შეცვლილი აღკვეთის ღონისძიების შემდეგ დააკავეს.

მანამდე კუპრავამ მოსამართლეს მიმართა და აღნიშნა, რომ მისი ძალისმიერი მეთოდით დაკავების აუცილებლობა არ არსებობდა.

„როგორც იცით, 19 თებერვალს დამირეკა გამომძიებელმა და მთხოვა, რომ ახალ საქმეზე ჩვენება უნდა ჩამოერთვათ. აგენტი ზაქარეიშვილი ჩიოდა ჩემ წინააღმდეგ. ვიცოდი, რომ უნდა დავეკავებინე და ვუთხარი, შეეძლოთ თავად მოსულიყვნენ ჩემთან. არ მიმაჩნდა სწორად ეს პროცესი. გამომძიებელმა მითხრა რომ ხელმძღვანელობასთან შეათანხმებდა. ნახევარ საათში დამირეკა ტელეფონზე, ბრალი წარმიდგინა მითხრა, რომ მეორე დღეს 12 სთ-მდე უნდა მივსულიყავი, თუ არადა სახაზინო წესით დანიშნავდნენ ადვოკატს. იმ დღეს ჩემს სამუშაო ოფისში დავრჩი. მეორე დღეს სახაზინო წესით მოიწვიეს ადვოკატი, ჩააბარეს ბრალი და აგენტ ზაქარეიშვილის საჩივარზე გავხდი ბრალდებული. მიმალული არ ვყოფილვარ, ჩავატარე ბრიფინგი და ვთქვი, რომ არ ვიმალებოდი, ვთქვი მისამართი.

სახაზინო ადვოკატის მეშვეობით გავეცანი ბრალდებას. დაკავების მომენტამდე ჩემთან ძალოვანი უწყებიდან არავის დაურეკავს. ჩემი აყვანის სპეცოპერაცია ჩატარდა 24 რიცხვში, ამის საჭიროება არ იყო. ტელევიზიით გავიგე, რომ აღკვეთის ღონისძიება შემეცვალა. რატომ იყვნენ დარწმუნებული, რომ არ ვაპირებდი. ჩემი ძალისმიერი გაყვანა სამუშაო ოფისიდან არ იყო საჭირო. არავის დაურეკავს ჩემთვის და არ უთქვამს, რომ აღკვეთის ღონისძიება შეცვალეს.

მანამდე თუ შეეძლოთ დარეკვა, ხომ შეიძლებოდა შეცვლილი აღკვეთის მერეც დაერეკათ. როგორც 40-იან წლებში, საბჭოთა კავშირსა და გერმანიაში ხდებოდა, დილით, გამთენიისას მძინარეს დამადგნენ, წამომაგდეს და ძალის გამოყნებით წამიყვანეს, მაშინ როცა მისამართს მანამდე თავადაც ვაცხადებდი. მთელს ტანზე დალურჯებული ვიყავი. მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მასთან კომუნიკაცია მას შმედეგ არ მქონია“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.