ბორჯომის მერმა საკრებულოს კვლავ გადაუგზავნა დოკუმენტი, რომლითაც თანამშრომლების ხელფასები და საშტატო ნუსხა უნდა დაამტკიცოს
ბორჯომის მერმა საკრებულოს კვლავ გადაუგზავნა დოკუმენტი, რომლითაც თანამშრომლების ხელფასები და საშტატო ნუსხა უნდა დაამტკიცოს

ბორჯომის მერმა საკრებულოს კვლავ ის დოკუმენტი გადაუგზავნა, რომლითაც თანამშრომლების ხელფასები და საშტატო ნუსხა უნდა დაამტკიცოს.

როგორც პირველ არხს ლევან ლიპარტიამ განუცხადა, დეპუტატების მიერ გადაგზავნილი შენიშვნები, რომლებიც ხელფასების მატებას ეხებოდა, თვითმმართველმა ორგანომ არ გაითვალისწინა და დოკუმენტში კვლავ მომატებული ხელფასები დატოვა, გარდა მერის ხელფასისა. როდის ჩაინიშნება საკრებულოს სხდომა ჯერჯერობით უცნობია.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე პირველ არხთან აცხადებს, დეპუტატებთან ერთად დოკუმენტს კვლავ უნდა გადახედონ და იმსჯელონ ხელფასების მატებაზე. მისივე განმარტებით, კანონის გათვალისწინებით საკრებულოს თავმჯდომარე სხდომას სამ დღეში ან ერთ კვირაში ჩანიშნავს.

შეგახსენებთ, რომ 9 მარტს დანიშნული ბორჯომის საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდა. საკრებულომ მერიის მიერ მიწოდებული დოკუმენტი, სადაც თანამშრომლების ხელფასები და საშტატო ნუსხა უნდა დაემტკიცებინათ, სხდომის განხილვის გარეშე თვითმმართველ ორგანოს უკან დაუბრუნა. როგორცზაზა ჩაჩანიძემ განმარტა, მერიის მიერ დასამტკიცებლად წარდგენილი ხელფასების რაოდენობა არაადეკვატურად გაზრდილია.