ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ხელფასებთან დაკავშირებულ პრობლემას მერს უკავშირებს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ხელფასებთან დაკავშირებულ პრობლემას მერს უკავშირებს

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე ხელფასებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემას ბორჯომის მერს უკავშირებს.

ზაზა ჩაჩანიძე ლევან ლიპარტიას ბრალდებებს ეხმაურება. მისი თქმით, ბორჯომის მერს თანამშრომლებისთვის იანვრის ხელფასის გაცემა უპრობლემოდ შეეძლო, რადგან აღმასრულებელ გადაწყვეტილებას სწორედ ის იღებს.

იმ შემთხევაში, თუ მერია სახელფასო მატების მოთხოვნას უცვლელი ფორმით წარადგენს, ოპოზიციური ფრაქციები მის მხარდაჭერას ისევ არ გეგმავენ.

„მე მინდა მთელ საქართველოსა და ჩემს ბორჯომელებს ავუხსნა, რომ დღეს მერი იტყუებოდა და მინდა ლევან ლიპარტიას შევახსენო, რომ იანვრის ხელფასები, მოუმატებელი საკრებულოში ჩაირიცხა მისი ხელმოწერით და ძალიან გული მწყდება, რომ არც საფინანსო და არც იურიდიული სამსახური ეუბნება მერს, რომ ის იტყუება. რატომ არ შეუძლია ჩაურიცხოს მერიის თანამშრომლებს ხელფასები? კარგად გაარკვიოს. მოაწეროს ხელი და ხვალვე დაუჯდებათ ხელფასი. ჩვენ გავუგზავნეთ ჩვენი ვერსია, ხელფასების მატების წინააღმდეგი არც ვყოფილვართ და არც ახლა ვართ, ზომიერად მოიმატონ“, – განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ.