კომპანია „ბოინგი“, რომელიც თვითმფრინავების უმსხვილესი მწარმოებელია, კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კორპორაცია ავრცელებს. თუმცა, როგორც „ბოინგში“ აცხადებენ, ჰაკერულ თავდასხმას წარმოების შეფერხება არ გამოუწვევია.
„ბოინგზე“ კიბერთავდასხმის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია გამოცემა Seattle Times-მა გაავრცელა. გაზეთი წერდა, რომ კორპორაციის კომპიუტერებში ვირუსი WannaCry მოხვდა, რომლითაც გასულ წელს მსოფლიო მასშტაბით 200 000 კომპიუტერი დავირუსდა.