ევროკავშირი კიბერთავდასხმებზე სწრაფი რეაგირების დანაყოფის შექმნას გეგმავს
ევროკავშირი კიბერთავდასხმებზე სწრაფი რეაგირების დანაყოფის შექმნას გეგმავს

ევროკავშირი კიბერთავდასხმებზე სწრაფი რეაგირების დანაყოფის შექმნას გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ევროკომისია 23 ივნისს ე.წ. ერთიანი კიბერდანაყოფის შექმნის გეგმას წარადგენს. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირის წევრებს, მათზე კიბერთავდასხმის განხორციელების შემთხვევაში ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს დახმარებისთვის მიმართონ, მათ შორის სწრაფი რეაგირების დანაყოფის საშუალებით.

ევროკავშირის გეგმა ითვალისწინებს ქვეყნების დახმარებას, ებრძოლონ სულ უფრო მეტად დახვეწილ კიბერშეტევებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაერთიანებით.

გეგმა ასევე ითვალისწინებს კიბერდანაშაულის პოლიციისთვის, კიბერსააგენტოებისთვის, დიპლომატებისთვის, სამხედრო სამსახურებისთვის და კიბერუსაფრთხოების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის პლატფორმის შექმნას მათი ქმედებების კოორდინირებისთვის და რესურსების გასაზიარებლად.