„ბოინგი“ ავიალაინერ „737 მაქსის“ წარმოებას აჩერებს
„ბოინგი“ ავიალაინერ „737 მაქსის“ წარმოებას აჩერებს

კომპანია „ბოინგი“ ავიალაინერ „737 მაქსის“ წარმოებას აჩერებს. გადაწყვეტილება ძალაში 2020 წლის იანვრიდან შევა.

„737 მაქსის“ ტიპის თვითმფრინავების ექსპლუატაცია მას შემდეგ შეაჩერეს, რაც 2018 და 2019 წელს ორმა ავიალაინერმა ინდონეზიასა და ეთიოპიაში კატასტროფა განიცადა. ამის მიზეზად თვითმფრინავის კონსტრუქციასა და პროგრამაში აღმოჩენილი ხარვეზები დასახელდა. 2019 წლის აპრილიდან „ბოინგმა“ „737 მაქსის“ წარმოება თვეში 42 თვითმფრინავამდე შეამცირა. მაშინ კომპანიაში განაცხადეს, რომ თვითმფრინავის პროგრამაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობენ.

„ბოინგში“ აცხადებენ, რომ ამჟამად ანგარებში „737 მაქსის“ ტიპის 400 თვითმფრინავია დარჩენილი, რომელთა ექსპლუატაცია დაუშვებელია, ვიდრე კომპანია შესაბამის ნებართვას არ მიიღებს.