ბიტკოინის ქანდაკება მსოფლიოში პირველად სლოვენიის ქალაქ კრანში დადგეს
ბიტკოინის ქანდაკება მსოფლიოში პირველად სლოვენიის ქალაქ კრანში დადგეს.
კრიპტოვალუტის გიგანტური სიმბოლო მეტალისგანაა დამზადებული და სამ ტონას იწონის. ის ქალაქის ახალ მოედანზე განათავსეს. ქანდაკების შერჩევაში სლოვენიის მოსახლეობაც იყო ჩართული და განხილვები სოციალურ ქსელში მიმდინარეობდა.
მონუმენტი ქალაქში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის განვითარების აღმნიშვნელია. როგორც კრანის მერი აცხადებს, სლოვენიის ამ ნაწილში პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებმა დიდი ქსელი შექმნეს და ბლოკჩეინის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.
ქანდაკების განთავსების იდეა და სპონსორობა კრანის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ამ გზით ისინი ქალაქისთვის ინოვაციური და ტექნოლოგიური ცენტრის სტატუსის დამკვიდრებას ცდილობენ.
ბიტკოინი ციფრული კრიპტოვალუტაა, რომლის საშუალებითაც გადახდა დეცენტრალიზებულ ქსელში შეიძლება, რომელსაც არცერთი მთავრობა არ აკონტროლებს.