კულტურის ცენტრი „მუზა“ თანამედროვე ქანდაკების ფორუმს მასპინძლობს [ფოტო]
კულტურის ცენტრი „მუზა“ თანამედროვე ქანდაკების ფორუმს მასპინძლობს [ფოტო]

კულტურის ცენტრი „მუზა“ მასპინძლობს თანამედროვე ქანდაკების ფორუმს – ქანდაკება „კოვიდ-19“ პანდემიის დროს, მასპინძლობს. ღონისძიება თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება და მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას ეძღვნება.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გამოფენაც, რომლის თემაა პანდემიის დროს შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც წინასწარ გამოცხადებული კონკურსის გზით შეირჩა.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე 50 მოქანდაკე.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში გამოვლინდება ათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული 22 მონაწილე.

ღონისძიება არის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „თანამედროვე ფერწერის, ქანდაკებისა და ინსტალაციის ხელშეწყობის“ კონკურსში გამარჯვებული პროექტი და ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული ქანდაკების ხელშეწყობა და პანდემიის პირობებში, დარგში მოღვაწე ხელოვანების დახმარება.

ღონისძიება დღეს დაიწყო და 19 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.